წესები და პირობები
ბოლო განახლება: 05.10.2026
1. შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება SuperLunch-ში. ეს წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის და სერვისების გამოყენებას. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წესებს.
სერვისის მფლობელი და ოპერატორია შპს სუპერლანჩი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405801994.
2. სერვისის აღწერა
SuperLunch არის კორპორატიული კვების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იძლევა:
- ყოველდღიური მენიუს ნახვის საშუალებას
- კერძების ონლაინ შეკვეთას
- კორპორატიული ანგარიშების მართვას
- შეკვეთების ისტორიისა და აღრიცხვას
- მიწოდების სერვისს
3. ანგარიშის რეგისტრაცია
სერვისის სრული გამოყენებისთვის საჭიროა ანგარიშის შექმნა, ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით. თქვენი ვალდებულებაა:
- მიუთითოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია
- განაახლოთ ინფორმაცია ცვლილების შემთხვევაში
- დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება
- არ გადასცეთ წვდომა თქვენს ანგარიშზე სხვებს
- დაუყოვნებლივ გაგვაცნოთ ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების შესახებ
4. შეკვეთები და გადახდა
4.1 შეკვეთის პროცედურა:
- შეკვეთების მიღება ხდება მხოლოდ სამუშაო დღეებში
- შეკვეთის ვადაა მომდევნო დღის 10:00 საათამდე
- შეკვეთის დამუშავების შემდეგ ცვლილება შეუძლებელია
- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ შეკვეთაზე ობიექტური მიზეზების გამო
4.2 გადახდის პირობები:
- გადახდა შესაძლებელია კორპორატიული ბიუჯეტით ან საბანკო ბარათით
- ფასები მოიცავს ყველა გადასახადს
- ფასების ცვლილება შესაძლებელია წინასწარი შეტყობინებით
- თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ ჩვენი მხრიდან შეკვეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში
5. მიწოდება
- მიწოდება ხდება მითითებულ მისამართზე სამუშაო დღეებში
- სტანდარტული მიწოდების დრო: 12:00-14:00
- დაგვიანების შემთხვევაში ჩვენ დაგიკავშირდებით
- მიწოდება ხდება თბილისისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე
6. გაუქმება და დაბრუნება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის დამუშავებამდე. დამუშავების შემდეგ:
- შეკვეთის გაუქმება შეუძლებელია
- თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ ჩვენი ბრალით მიწოდების ვერ განხორციელების შემთხვევაში
- ხარისხის პრობლემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით
7. ვალდებულებები და შეზღუდვები
7.1 დაშვებული გამოყენება:
- სერვისის გამოყენება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის
- პირადი ან კორპორატიული საჭიროებებისთვის
- ზუსტი ინფორმაციის მითითება
7.2 აკრძალული ქცევები:
- სერვისის ბოროტად გამოყენება
- სხვა მომხმარებლების ანგარიშების გამოყენება
- ყალბი ინფორმაციის მითითება
- სერვისის ფუნქციონირების დარღვევა
- ავტომატიზებული სისტემების გამოყენება
8. ცვლილებები
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ ეს წესები და პირობები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ჩვენ გაცნობებთ წინასწარ.
9. კონტაქტი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან მის მოგვარებას მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ.
შპს სუპერ ლანჩი
საიდენტიფიკაციო კოდი: 405801994
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: +995 599 72 20 23
მისამართი: თბილისი, საქართველო
10. ბარათის დამახსოვრება და ავტომატური გადახდები
მომხმარებელს უფლება აქვს დაამახსოვროს საბანკო ბარათის მონაცემები სამომავლო გადახდების გასამარტივებლად.
- ბარათის დამახსოვრებისას ხდება 1 ლარის ჩამოჭრა ვერიფიკაციისთვის, რომელიც დაუყოვნებლივ ბრუნდება.
- ბარათის მონაცემები ინახება დაცულ საგადახდო სისტემაში (Flitt) და SuperLunch-ს არ აქვს წვდომა ბარათის სრულ მონაცემებზე.
- მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს დამახსოვრებული ბარათი პირადი პროფილიდან.
ამ წესების თანახმად სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ყველა მითითებულ პირობას.